გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: თუ ინტერესები ემთხვევა, ეს არ ნიშნავს, რომ კრემლი ურეკავს და დავალებას აძლევს, თუმცა არც ამას გამოვრიცხავ

Read Time:45 Second

ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მოხვედრილია ტურბულენტურ სიტუაციაში, როდესაც დიდი ძალები ერთმანეთს უპირისპირდება, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ყველანაირ კანონს, ყველანაირ წესს გადაახტეს თავზე, გადაამტვრიოს ყველაფერი და თავის პოლიტიკის გასატარებლად რეპრესიები დაიწყოს.

„ყველაფერი ვიცით, ყველაფერი ხელის გულზეა – სააკაშვილმა გაიარა ეს ხაზი და გადაწყვიტა, რომ ყველანაირ კანონს, ყველანაირ წესს გადაახტეს თავზე, გადაამტვრიოს ყველაფერი და თავის პოლიტიკის გასატარებლად რეპრესიები დაიწყოს. ეს ასეთი ადვილი, ხელწამოსაკრავი თემა არ არის. თუ ინტერესები ემთხვევა, ეს არ ნიშნავს, რომ კრემლი ურეკავს და დავალებას აძლევს, თუმცა არც ამას გამოვრიცხავ. რატომ არ იჭერთ, ეს არის მთავარი შეკითხვა. ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მოხვედრილია ამ ტურბულენტურ სიტუაციაში, როდესაც დიდი ძალები ერთმანეთს უპირისპირდება, როდესაც ასეთი დრამატული მოვლენების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებში შეიცვალა ხელისუფლება, როდესაც ევროკავშირი ამ პანდემიით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ჩვენ ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების მთელი დასტა გვაქვს, რომელიც შესაძლოა, ისეთი მიმართულებით განვითარდეს, რომ ახალგაზრდა თაობა, მთლიანად ქვეყანა დაზიანდეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ბერაია ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
Next post დიმიტრი ხუნდაძე: კარგია, თუ „რესპუბლიკელებს“ უკვე გაუჩნდათ პარლამენტში შემოსვლის სურვილი, მაგრამ პარლამენტი ერთჯერადი გამოყენების არ არის