დიმიტრი ხუნდაძე: კარგია, თუ „რესპუბლიკელებს“ უკვე გაუჩნდათ პარლამენტში შემოსვლის სურვილი, მაგრამ პარლამენტი ერთჯერადი გამოყენების არ არის

Read Time:48 Second

კარგია, თუ „რესპუბლიკელებს“ უკვე გაუჩნდათ სურვილი, პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტი ერთჯრადი გამოყენების არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, საარჩევნო სისტემის გარდა, ქვეყნის წინაშე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც დგას, რომელებიც ერთობლივი მუშაობით უნდა გადაწყდეს და „რესპუბლიკური პარტიის“ ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ მათ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ.

„თუ პარლამენტში მხოლოდ საარჩევნო სისტემის განხილვისთვის შემოდიან, ე.ი. მათ აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და ბედი, და არა საკითხი ქვეყნის, საზოგადოების წინაშე, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევები. სასურველი და აუცილებელია, ოპოზიცია ასეთი საკითხების განხილვას ესწრებოდეს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საარჩევნო ცვლილებების განხორციელებისთვის „ქართული ოცნება“ მზად არის, ნულიდან 3 პროცენტამდე ბარიერის განხილვის კონტექსტში. ამ დიაპაზონში ვიმუშავებთ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან, ვინც პარლამენტში შემოვა და გადაწყვეტილება მათთან ერთად იქნება განხილული. მხოლოდ საარჩევნო თემატიკა არ არის ქვეყნის წინაშე მდგარი საკითხი, სხვა ბევრი საკითხია, რომელიც ერთობლივად უნდა გადაწყდეს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ პარტია პარლამენტში კონკრეტული კენჭისყრის დროს შევა, თუ პარლამენტში ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემით არჩევნების შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: თუ ინტერესები ემთხვევა, ეს არ ნიშნავს, რომ კრემლი ურეკავს და დავალებას აძლევს, თუმცა არც ამას გამოვრიცხავ
Next post კახა კალაძე: ნიკა მელიას დაჭერა არ გვიხარია, მაგრამ მასზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ, თუ შევა ციხეში