კახა კალაძე – პირობა მაქვს დადებული, რომ ჩემი მერობის პირობებში, არცერთ პარკში და სკვერში მშენებლობა არ განხორციელდება

Read Time:51 Second

„ანას ბაღს”, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩემი მერობის პირობებში, მე პირობა მაქვს დადებული, რომ არცერთ რეკრეაციულ სივრცეში, პარკში და სკვერში ვერანაირი მშენებლობა ვერ და არ განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, როგორია მისი მოსაზრება „ანას ბაღთან” მცხოვრები ადგილობრივების განცხადებაზე, რომ მათი საწინააღმდეგო კონტრაქცია იგეგმება ბინათმფლობელების მხრიდან, კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის მერია არაფერ შუაშია არც აქციებთან, არ კონტრაქციებთან და არც მშენებლობებთან.

„კანონის ფარგლებში, ჯერ კიდევ წინა მერის პირობებში გაიცა სამშენებლო ნებართვა. მე დროებით გავაჩერე მშენებლობის ნებართვა. როდესაც ამირჩიეს, ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო კანონის ფარგლებში.

„ანას ბაღს”, მწვანე სივრცეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მითუმეტეს, ჩემი მერობის პირობებში, მე პირობა მაქვს დადებული, რომ არცერთ რეკრეაციულ სივრცეში, პარკში და სკვერში ვერანაირი მშენებლობა ვერ და არ განხორციელდება, ასევე, სპორტულ ობიექტებზე. ბრალდებები არის თითიდან გამოწოვილი და არ ვიცი, ვის რა ინტერესი აქვს, ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა ჩვენ ვაპირებთ „ანას ბაღის” რეაბილიტაციას. ინვესტორს დავათმობინეთ დამატებითი მიწის ფართი, რომელიც „ანას ბაღის” ტერიტორიას მიემატება და ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სკვერი, რეკრეაციული სივრცე, რომელსაც რეაბილიტაციას ჩავუტარებთ“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს ექნება საშუალება, რუსეთის ტერიტორია უპილოტო საფრენი აპარატებით დაზვეროს
Next post თეა წულუკიანი – მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში და გაგრძელდება ჰუმანური პოლიტიკა სასჯელაღსრულების სისტემაში