თეა წულუკიანი – მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში და გაგრძელდება ჰუმანური პოლიტიკა სასჯელაღსრულების სისტემაში

Read Time:37 Second

მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში და გაგრძელდება ჰუმანური პოლიტიკა სასჯელაღსრულების სისტემაში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ის ჰუმანური პოლიტიკა, რაც ჩვენ შევძელით მოგვეტანა პენიტენციურ სისტემაში თითოეული ჩემი წინამორბედი მინისტრის თაოსნობით, დაწყებული ბატონი სუბარიდან, შემდეგ უკვე მე ვცდილობ, გავაგრძელო.

გაგრძელდება პოლიტიკა, მშენებლობები – ჩვენ წელს ჩავუშვებთ და მომდევნო იუსტიციის მინისტრი გააგრძელებს. ჩემი მთავარი მიზანია, რომ მან, ვინც იქნება მინისტრი და ის იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, შეძლოს, ამას დააშენოს უკეთესი რამ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – პირობა მაქვს დადებული, რომ ჩემი მერობის პირობებში, არცერთ პარკში და სკვერში მშენებლობა არ განხორციელდება
Next post თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას – ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია, ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში