კახა კალაძე ოპოზიციაზე: ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ საქართველოს სტატუსის მიღებაში

Read Time:1 Minute, 12 Second

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია არათუ არ დგამს ნაბიჯებს, რათა საქართველომ 12 რეკომენდაცია შეასრულოს, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, ეს არის არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ხელის შეშლა, არამედ ქვეყნისთვის ხელის შეშლა, რომ არ მიიღოს სტატუსი.

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა 12-ვე რეკომენდაცია იყოს შესრულებული და ივნისის ბოლოს ეს პროცესი დასრულებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. არათუ პოზიტიური ნაბიჯის გადმოდგმა, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ამ პროცესს.

არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ ხელის შეშლაა, ეს ამ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია, რათა ხელი შეუშალონ ქვეყანას სტატუსის მიღებაში. არა მხოლოდ აქ, იქაც, უცხოეთშიც დარბიან კაბინეტიდან კაბინეტში. ასე დარბოდნენ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს, უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღების დროს და  მცდელობაჰქონდათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები არ ყოფილიყო საქართველოს სასარგებლოდ მიღებული. ეს ადამიანები ისევ აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ხალხის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ სტატუსის მიღებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ბრიუსელში, მერმა იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ტრიბუნას ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენებს და არა საწინააღმდეგოდ.

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ პრეზიდენტს მთავრობამ თანხმობა მისცა აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით და იმედი მაქვს,  ეს ტრიბუნა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ყველანაირი მხარდაჭერა სტატუსის მისაღებად. პრეზიდენტთან დაკავშირებით, მე გავაკეთე განცხადება, რომ არ მინდა პოლემიკაში შევიდე, ისევ და ისევ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, პრეზიდენტის ინსტიტუტსაც ვუფრთხილდები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ბარამიძე: სალომე ზურაბიშვილთან ერთ მთავრობაში მიმუშავია და ვერც მაშინ გავიგე, რა უნდა ამ ქალბატონს – უცნაური ფსიქიკის და ბუნების ადამიანია
Next post ნიკა მელია: მე აქ ვარ, როგორც ადამიანი, ვინც ვალშია ნიკა გვარამიასთან