გიორგი ბარამიძე: სალომე ზურაბიშვილთან ერთ მთავრობაში მიმუშავია და ვერც მაშინ გავიგე, რა უნდა ამ ქალბატონს – უცნაური ფსიქიკის და ბუნების ადამიანია
სალომე ზურაბიშვილთან ერთ მთავრობაში მიმუშავია და ვერც მაშინ გავიგე, რა უნდა ამ ქალბატონს – უცნაური ფსიქიკის და ბუნების ადამიანია – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილთან ერთ მთავრობაში მიმუშავია და ნამდვილად ვერ გავიგე ვერც მაშინ რა უნდა ამ ქალბატონს იმიტომ, რომ ხან ერთს ამბობდა და ხან მეორეს, სულ კონფლიქტური იყო, რბილად რომ ვთქვათ უცნაური ფსიქიკის და ბუნების ადამიანია, მაგრამ ეს მისი ამბავია. ამ ბოლო დროს სწორ წინადადებებს წარმოთქვამს, მაგრამ ეს არ არის საქმით განმტკიცებული. თუმცა ამ შემთხვევაში, პოლიტიკაში სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა, მის სიტყვასაც, რომელიც კრიტიკული არის ამ რეჟიმისადმი, მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. თუმცა 100 წელიც რომ იცხოვროს სალომე ზურაბიშვილმა, მე მას საქართველოს პრეზიდენტად ვერ აღვიქვამ იმიტომ, რომ ღარიბაშვილი ამბობს მასზე – დავნიშნეთო. დიახ, დანიშნეს ეს ადამიანი და ჩვენთვის არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაგრამ დე ფაქტო პრეზიდენტი არის, მას ბევრი რამე შეუძლია და შეუძლია გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლუკა და სხვა პოლიტპატიმრები, მაგრამ ამას არ აკეთებს. 100 წელიწადი რომ იცხოვროს, ეს ყველაფერი რომ გააკეთოს, ბოლომდე რეაბილიტირებული მაინც ვერ იქნება იმ სიტყვებისთვის, რაც მან იკადრა 2008 წლის ომის შემდეგ, რომ საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს დასდო ბრალი ომის დაწყებაში“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...