კახა კალაძე – მერიის გადატანა არსად იგეგმება, არამედ მიმდინარეობს პროექტირება 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობისთვის

Read Time:1 Minute, 4 Second

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, სინამდვილეში, 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობა იგეგმება და არა მერიის შენობის გადატანა.

„ეს არის ტყუილი, მორიგი „ფეიკნიუსი“, სიბინძურე, საზოგადოების სიცრუეში შეყვანა. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა განცხადება გააკეთა, მერიის გადატანა არსად არ იგეგმება. ეს არის 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობა. გარდა ამისა, იქ გადავა კონკრეტული სამსახურები, რომლებიც მერიაში არ სხედან. ეს არის დაცვის სამსახური, თბილისის განვითარების ფონდი და სხვა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება 63-ვე მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით და როდესაც ეს პროექტი განხორციელდება, ყველა სერვისით, რითაც დღეს თბილისში მოსახლეობა სარგებლობს, ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს რეგიონებში, კონკრეტულ რაიონებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თანხები გამოყოფილია ყველაფრისთვის, ყველა მიმართულებით, სწორადაა გადანაწილებული და ყველაფერს გავაკეთებთ. თუნდაც ავარიული შენობების თვალსაზრისით, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუ გამოყოფილი 20 მილიონის ათვისება მოხდება. ამ შენობაზე რა თანხა დაიხარჯება არ ვიცით, ჯერ პროექტირება მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების დაკავებაზეც და აღნიშნა, რომ უკანონობა, გადაცდომა არავის შერჩება.

„გამოძიება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის შერჩება უკანონობა და გადაცდომა. ყოველთვის ჰქონდა რეაგირება შესაბამის სამსახურებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ყველასთან და არასდროს დავუშვებთ კორუფციულ ფაქტებს. ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ამას ყოველწლიურად ვამბობ, როდესაც მთავრობის სხდომაზე ვაკეთებ განცხადებას. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით და ასე იქნება მომავალშიც“, – აღნიშნა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post BBC: აშშ ამ კვირაში აღმოსავლეთ ევროპაში 2 000 სამხედროს გაგზავნის
Next post დუმბაძე: მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იტანს “ქართულ ოცნებას” – ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია