BBC: აშშ ამ კვირაში აღმოსავლეთ ევროპაში 2 000 სამხედროს გაგზავნის

Read Time:23 Second

BBC-ის ინფორმაციით ამერიკა ამ კვირაში აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზების გამო 2 000 სამხედროს გაგზავნის.

თეთრი სახლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 2 000 ჯარისკაცი ჩრდილო კაროლინადან პოლონეთსა და გერმანიაში გაემგზავრება. გარდა ამისა, გერმანიაში მყოფი 1 000 სამხედრო რუმინეთში გადაინაცვლებს.

პრეზიდენტმა ჯო ბადენმა დღეს ფორმალურად დაადასტურა, რომ აშშ დამატებით სამხედროებს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე განთავსებს.

სამხედრო ძალების გაგზავნით აშშ NATO-ში მოკავშირეებისა და უკრაინისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.

პენტაგონი სამხედროებს ევროპაში უახლოეს დღეებში გაგზავნის. ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია გაბრიჭიძე „ტვ პირველს“: ორი დღე რომ გუდკოვი „აპრავეთ“ და ხელისუფლებას ლანძღავდით მისი ქვეყანაში არშემოშვების გამო, დავიჯერო არ იცოდით, რომ პუტინის მონა და ჩვენი ქვეყნის მტერია?
Next post კახა კალაძე – მერიის გადატანა არსად იგეგმება, არამედ მიმდინარეობს პროექტირება 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობისთვის