დუმბაძე: მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იტანს “ქართულ ოცნებას” – ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია

Read Time:48 Second

“ოთხი წლის განმავლობაში “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ვეღარ გაძლებს”, – ამის შესახებ “ემსახურე საქართველოს” ლიდერმა, მურმან დუმბაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში, აპრილში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. დუმბაძე ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატს “ქართული ოცნებიდან”, რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებს.

“ბიძინა ივანიშვილის ალღოთი ვარ აღფრთოვანებული. როგორ მოძებნის, როგორ მიაგნებს…ივანიშვილმა ჯინჭარაძეს რომ დაავალოს, 1000 კაცი მიწერაა საჭიროო, დათანხმდება ჯინჭარაძე, რადგან რასაც ეტყვის უფროსი, იმას გააკეთებს. ჩვენ კი გვინდა საკრებულოში შევიდეს ადამიანი, რომელიც არის ჯიუტი და არა დამყოლი, წამყრუებელი და თვალების დამხუჭავი. რამაზი კარგი ბიჭია და მისთვის ვამბობ, რადგან კარგი საჯარო მოხელეა – მოხსნას დღესვე კანდიდატურა და უარი უთხრას ხელისუფლებას, თორემ, ამ მოხელეობასაც დაკარგავს იმიტომ, რომ ოთხი წლის განმავლობაში “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ვეღარ გაძლებს. ეს არის უბრალოდ გამორიცხული. თვითმმათველობა, რომელიც 2021 წელს გაყალბებით, მიტაცებით, ჯიბგირობით და ძალით შეტანილი არის ამ საკრებულოებში, ოთხი წელი ვერ გაძლებს, შეუძლებელია. იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაპირებები არ შეასრულა, იმიტომ, რომ დემოკრატიული არჩევნები არ ტარდება, პოლიტიკური რეფორმები არ ჩაატარა ხელისუფლებამ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იტანს “ქართულ ოცნებას”. ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი”, – ამბობს დუმბაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – მერიის გადატანა არსად იგეგმება, არამედ მიმდინარეობს პროექტირება 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობისთვის
Next post კახა კალაძე მერიის გადატანაზე-მერიის გადატანა არსად არ იგეგმება, ეს არის ტყუილი, მორიგი „ფეიკნიუსი“, სიბინძურე, ტალახის სროლა… ჩვენ ყოველთვის ვეტყვით საზოგადოებას სიმართლეს, სიცრუეზე და ბოროტებაზე,  ყოველთვის ვუპასუხებთ   კონკრეტული საქმეებით, მაგარი პროექტებით, თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით