კახა კალაძე მერიის გადატანაზე-მერიის გადატანა არსად არ იგეგმება, ეს არის ტყუილი, მორიგი „ფეიკნიუსი“, სიბინძურე, ტალახის სროლა… ჩვენ ყოველთვის ვეტყვით საზოგადოებას სიმართლეს, სიცრუეზე და ბოროტებაზე,  ყოველთვის ვუპასუხებთ   კონკრეტული საქმეებით, მაგარი პროექტებით, თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით

Read Time:44 Second

,,კახა კალაძე მერიის გადატანაზე-ეს არის ტყუილი, მორიგი „ფეიკნიუსი“, სიბინძურე, ტალახის სროლა… ჩვენ ყოველთვის ვეტყვით საზოგადოებას სიმართლეს, სიცრუეზე და ბოროტებაზე  ყოველთვის ვუპასუხებთ   კონკრეტული საქმეებით, მაგარი პროექტებით, თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით

ეს არის ტყუილი, მორიგი „ფეიკნიუსი“, სიბინძურე, საზოგადოების სიცრუეში შეყვანა. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა განცხადება გააკეთა, მერიის გადატანა არსად არ იგეგმება. ეს არის 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობა. გარდა ამისა, იქ გადავა კონკრეტული სამსახურები, რომლებიც მერიაში არ სხედან. ეს არის დაცვის სამსახური, თბილისის განვითარების ფონდი და სხვა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება 63-ვე მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით და როდესაც ეს პროექტი განხორციელდება, ყველა სერვისით, რითაც დღეს თბილისში მოსახლეობა სარგებლობს, ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს რეგიონებში, კონკრეტულ რაიონებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თანხები გამოყოფილია ყველაფრისთვის, ყველა მიმართულებით, სწორადაა გადანაწილებული და ყველაფერს გავაკეთებთ. თუნდაც ავარიული შენობების თვალსაზრისით, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუ გამოყოფილი 20 მილიონის ათვისება მოხდება. ამ შენობაზე რა თანხა დაიხარჯება არ ვიცით, ჯერ პროექტირება მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დუმბაძე: მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იტანს “ქართულ ოცნებას” – ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია
Next post ნიკოლოზ სამხარაძე – ნავალნის მომხრე ოპოზიციონერის შემოშვება-არშემოშვებაზე როდესაც არის ლაპარაკი, გაგახსენებთ, ნავალნიმ 2008 წელს რა უწოდა ქართველებს