ნიკოლოზ სამხარაძე – ნავალნის მომხრე ოპოზიციონერის შემოშვება-არშემოშვებაზე როდესაც არის ლაპარაკი, გაგახსენებთ, ნავალნიმ 2008 წელს რა უწოდა ქართველებს

Read Time:44 Second

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის შემოშვება-არშემოშვების თემაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი სტრუქტურები, შსს და სუს-ი იღებენ.

სამხარაძის თქმით, რუს პოლიტიკოს დმიტრი გუდკოვთან დაკავშირებით აჟიოტაჟი უსაფუძვლოა.

რამდენიმე დღის წინ, გუდკოვმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, რომ ის საქართველოში არ შემოუშვეს.

„ცოტა გაუგებარია. ნებისმიერი ადამიანის ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვების თემაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სტრუქტურები, შსს და სუს-ი. ეს ყველა ქვეყანაში ასეა. გუდკოვი მანამდე იყო დუმის წევრი, იმ დუმისა, რომელმაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობაც აღიარა. ამიტომ, აქ აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ვხედავ.

აქვე, როდესაც ნავალნის მომხრე ოპოზიციონერის შემოშვება-არშემოშვებაზე არის ხოლმე ლაპარაკი, მინდა, გაგახსენოთ, 2008 წელს ნავალნიმ რა უწოდა ქართველებს და ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ საქართველოსადმი მის დამოკიდებულებებზე. მედალს ორი მხარე აქვს და მოვუწოდებდი ყველას, ასევე მედიასაშუალებებს, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, თავდაპირველად გავითვალისწინოთ საქართველოს ინტერესები და როდესაც რომელიმე პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ, ჩავიხედოთ წარსულში, ვის რა აქვს ნათქვამი საქართველოზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე მერიის გადატანაზე-მერიის გადატანა არსად არ იგეგმება, ეს არის ტყუილი, მორიგი „ფეიკნიუსი“, სიბინძურე, ტალახის სროლა… ჩვენ ყოველთვის ვეტყვით საზოგადოებას სიმართლეს, სიცრუეზე და ბოროტებაზე,  ყოველთვის ვუპასუხებთ   კონკრეტული საქმეებით, მაგარი პროექტებით, თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით
Next post ბიძინა კულუმბეგოვი: 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა ვაქცინირებული 385 , აუცრელი – 10 532 პირი