კახა კალაძე ლილოს დასახლებაში, მეფრინველეობის ქუჩაზე მცხოვრებლებს საცხოვრებელი ფართების დაკანონებას დაჰპირდა

Read Time:43 Second

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლილოს დასახლებაში, მეფრინველეობის ქუჩაზე მცხოვრებლებს ფართების დაკანონების პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. ამის შესახებ მან მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძეც ესწრებოდა.

„აუცილებლად დავეხმარებით მეფრინველეობის ქუჩაზე მცხოვრებლებს. ჩვენ ამ მიმართულებით უამრავი ოჯახი გავაბედნიერეთ. მომავალშიც, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ყველას დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, რომ ფართები დაიკანონონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, რევაზ სოხაძის თქმით, მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოგვარება, რადგან 30-40 წელია აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ადამიანები გაურკვევლობაში არიან.

„ეს ცოტა უცნაური პრობლემაა. არსებობდა მეფრინველეობის ფაბრიკა, რომელმაც 30-40 წლის წინ მათთან დასაქმებულებისთვის სახლების აშენების უფლება გასცა. ეს ადამიანები ძალიან დიდი ხანია იქ ცხოვრობენ და სამწუხაროდ, მათ დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ეს ფართები დაკანონებული. კარგი იქნება, თუ აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაჩქარებული წესით მოხდება, რადგან 30-40 წელია ეს ადამიანები გაურკვევლობაში არიან და საკუთარ ფართებს ვერ იმტკიცებენ“, – განაცხადა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რევაზ სოხაძე: ვარკეთილში, მებრძოლთა ქუჩაზე მომავალ წელს სკეიტ პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება
Next post მიხეილ ჩხენკელმა გორის უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა