რევაზ სოხაძე: ვარკეთილში, მებრძოლთა ქუჩაზე მომავალ წელს სკეიტ პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება

Read Time:49 Second

სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილში, მებრძოლთა ქუჩაზე მომავალი წლიდან სკეიტ პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ ამომრჩეველთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, რომელიც კახა კალაძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობს.

„მებრძოლთა ქუჩაზე ორი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის შედეგად, მუნიციპალიტეტმა ორი ჰექტარი ტერიტორია დაიბრუნა, სადაც მომავალი წლიდან სკეიტ პარკის მოწყობა დაიწყება“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, სამგორში მცხოვრები მოზარდები დაინტერესებულები არიან გართობის ამ საშუალებით.

„ეს ბავშვები დღეს დედაენის პარკში დადიან სასრიალოდ, თუმცა, პრობლემაა, რომ მოზარდები ამხელა მანძილზე გადაადგილდებოდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, სამგორის რაიონში ასეთი კომპლექსის გაჩენა ძალიან მაგარი იქნება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

როგორც აქვე დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა, სკეიტ პარკები ბოლო დროს პოპულარობით სარგებლობს.

„მზიურის პარკი, დედაენის პარკი, კიკვიძის პარკი – ამ პარკებში ყველგან მოეწყო სკეიტ პარკები, რომლებითაც უამრავი ახალგაზრდა და ბავშვი სარგებლობს, დატვირთულია ყოველ საღამოს, რაც ძალიან სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ასეთი სპორტული გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველგან, სადაც შესაძლებლობა გვექნება, გავაკეთებთ სკეიტ პარკებს, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის მოედნებს და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე: არანაირი საფუძველი, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს, არ არსებობს
Next post კახა კალაძე ლილოს დასახლებაში, მეფრინველეობის ქუჩაზე მცხოვრებლებს საცხოვრებელი ფართების დაკანონებას დაჰპირდა