კახა კალაძე: ვინ არის ჩამოშლილი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელია, სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე – რუსთავის საპყრობილეში, სადაც მოუწევს სასჯელის მოხდა

Read Time:44 Second

ვინ არის ჩამოშლილი, მგონი, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელია. მიხეილ სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე რუსთავში, სადაც მოუწევს პასუხისგება იმ კონკრეტულ ჩადენილ დანაშაულებზე, რომელიც მან ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა – ამის შესახებ კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის დაკავების ოპერაცია იდეალურად იყო შესრულებული.

„ეს იყო სპეცოპერაცია, შესაბამისმა სამსახურებმა ზუსტად და უკეთ იციან თუ როდის, როგორ უნდა მომხდარიყო აყვანის ოპერაცია. იდეალურად იყო შესრულებული. მადლობა შსს-ს და უშიშროების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ძალიან მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია ჩატარდა მშვიდობიანად, წყნარად ყოველგვარი პრობლემის გარეშე და ყველა ადამიანს მიუჩინეს საკუთარი ადგილი.

რაც შეეხება იმას, ვინ რა იცოდა, შესაძლოა, პარტიის გენერალურმა მდივანმა ბევრი რამ ვიცოდე, მაგრამ არის კონკრეტული სპეცოპერაციები, რომელთან დაკავშირებითაც არანაირი უფლება არ მაქვს საუბრის, გაჟღერების. შესაძლოა, რაღაცები არც ვიცოდე და არც უნდა ვიცოდე. ყველაზე მთავარი არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, კრიმინალი და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ბრძანდება რუსთავის საპყრობილეში, სადაც მოუწევს სასჯელის მოხდა“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის
Next post მარიამ ქვრივიშვილი: 12 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 620 ათასმა ამომრჩეველმა, რაც მაღალი მაჩვენებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის