მარიამ ქვრივიშვილი: 12 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 620 ათასმა ამომრჩეველმა, რაც მაღალი მაჩვენებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

Read Time:28 Second

12 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 620 ათასმა ამომრჩეველმა, რაც მაღალი მაჩვენებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული ადამიანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებისთვის.

„მადლობას ვუხდით თითოეულ ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ. თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებისთვის. საქართველოს, მის თითოეულ ქალაქს, რეგიონსა და სოფელს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და თქვენ თქვენი აქტიურობით ამაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეგიძლიათ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ვინ არის ჩამოშლილი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელია, სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე – რუსთავის საპყრობილეში, სადაც მოუწევს სასჯელის მოხდა
Next post მამუკა ხაზარაძე: მე ხმა მივეცი ცვლილებას, კოალიციურ მართვას, დემოკრატიის განვითარებასა და დასავლურ კურსს