გიორგი გახარია – უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის

Read Time:55 Second

უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს აშკარაა, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის შემდეგ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, საქართველოს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს უკვე წლებია, წარსულში გვექაჩება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის.

მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, რადგან არავინ არ მოგატყუოთ. ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს არის განახლების არჩევნები და ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ. ამასთან, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს, ქვეყანას ექაჩება წარსულში, რა თქმა უნდა, სწორი არჩევანით ჩვენ ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ.

ეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის, გულწრფელად მჯერა, რომ დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს, რამდენად სჭირდება ქვეყანას განახლება და ის გააკეთებს ისეთ არჩევანს, გონიერს, გულით, ისეთ არჩევანს, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ, ეს იქნება პირველ ტურში თუ მეორე ტურში, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია წინსვლა“, – განაცხადა გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ია მეტრეველი: ძალიან სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად შეფუთონ
Next post კახა კალაძე: ვინ არის ჩამოშლილი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელია, სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე – რუსთავის საპყრობილეში, სადაც მოუწევს სასჯელის მოხდა