კახა კალაძე გიორგი ანწუხელიძეზე: ბედნიერია ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით სამუდამო კვალს ტოვებს ისტორიაში და მომავალ თაობებს უტოვებს ნათელ მაგალითს, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული

Read Time:43 Second

გიორგი ანწუხელიძე სამუდამოდ დარჩა 24 წლის ბიჭად, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ თავისი გმირობით ეჩვენებინა, ყველაზე მთავარი ღირებულება იყო და არის სამშობლო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გიორგი ანწუხელიძე დღეს 37 წლის გახდებოდა. ბედნიერია ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით სამუდამო კვალს ტოვებს ისტორიაში და მომავალ თაობებს უტოვებს ნათელ მაგალითს, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება.

ასეთია გიორგი ანწუხელიძე – ჩვენი უახლესი ისტორიის გმირი. ადამიანი, რომლის სახელი გაიგივებულია სამშობლოს ერთგულებასთან, ვაჟკაცობასთან, სიმტკიცესთან.

გიორგი ანწუხელიძე სამუდამოდ დარჩა 24 წლის ბიჭად, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ თავისი გმირობით ეჩვენებინა, ყველაზე მთავარი ღირებულება იყო და არის სამშობლო“, – წერს კახა კალაძე.

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 37 წელი შეუსრულდებოდა. IV ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა. იგი სეპარატისტებმა წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ, გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და 2013 წელს სოფელ ქვემო ალვანში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი ანწუხელიძემ სასტიკ წამებას ვაჟკაცობა და სამშობლოს ერთგულება დაუპირისპირა
Next post ამირან გამყრელიძე: მოვუწოდებ თითოეული სკოლის პედაგოგსა და ადმინისტრაციულ პერსონალს, სწავლის დაწყებას ორჯერადად აცრილი შევხვდეთ