ამირან გამყრელიძე: მოვუწოდებ თითოეული სკოლის პედაგოგსა და ადმინისტრაციულ პერსონალს, სწავლის დაწყებას ორჯერადად აცრილი შევხვდეთ

Read Time:22 Second

12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, საქართველოში სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ასოციაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციას ელოდება.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს წინაშე წარვდექით ინიციატივით, რომ შემოდგომას ჩვენ შევხვდეთ უსაფრთხო უნივერსიტეტებითა და სკოლებით.

მოვუწოდებ თითოეული სკოლის პედაგოგსა და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომ სწავლის დაწყებას ყველანი ორჯერადად აცრილი შევხვდეთ, რათა ჩვენი ბავშვები არ დავაინფიციროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე გიორგი ანწუხელიძეზე: ბედნიერია ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით სამუდამო კვალს ტოვებს ისტორიაში და მომავალ თაობებს უტოვებს ნათელ მაგალითს, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული
Next post ომარ ტაკიძე – მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება