ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი ანწუხელიძემ სასტიკ წამებას ვაჟკაცობა და სამშობლოს ერთგულება დაუპირისპირა

Read Time:38 Second

გიორგი ანწუხელიძემ პიროვნული ღირსების, სამშობლოსადმი ერთგულებისა და თავდადების ისეთი მაგალითი შექმნა, რომლითაც მარადიული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ Facebook-ზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერს.

„დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. გიორგი ანწუხელიძემ პიროვნული ღირსების, სამშობლოსადმი ერთგულებისა და თავდადების ისეთი მაგალითი შექმნა, რომლითაც მარადიული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში. მან სასტიკ წამებას ვაჟკაცობა და სამშობლოს ერთგულება დაუპირისპირა. გიორგი ანწუხელიძე იყო ქართული სულის სიმტკიცის განსახიერება.
პატივს მივაგებ გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას. სწორედ მისი გმირობისა და თავდადების მსგავსმა მაგალითებმა მოიყვანა დღემდე საქართველო“, – წერს ღარიბაშვილი.

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 37 წელი შეუსრულდებოდა. IV ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა. იგი სეპარატისტებმა წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ, გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და 2013 წელს სოფელ ქვემო ალვანში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
Next post კახა კალაძე გიორგი ანწუხელიძეზე: ბედნიერია ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით სამუდამო კვალს ტოვებს ისტორიაში და მომავალ თაობებს უტოვებს ნათელ მაგალითს, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული