კახა ბექაური: ჩვენი მიდგომა ჟურნალისტურ სტანდარტს ემყარება და არა ხელოვნურ ბალანსს

Read Time:57 Second

დამოუკიდებელი მედიაკრიტიკა რომ საჭიროა, ეს არ არის ჩვენი სუბიექტური აზრი, ამას ვებგვერდის მომხმარებლების რაოდენობა აჩვენებს. ერთ წელიწადში მედიაკრიტიკას 300 ათასი უნიკალური ვიზიტორი და მილიონი მკითხველი ჰყავდა, რაც საზოგადოების მოთხოვნას და დამოკიდებულებას კარგად აჩვენებს, – აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური .

მისივე განცხადებით, არასამთავრობო სექტორის და მედიის ნაწილის ბრალდებები მედიაკრიტიკის პლატფორმასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგან მედიაკრიტიკა ყველა იმ მედია საშუალებას აკრიტიკებს ვინც ჟურნალისტურ სტანდარტებს არღვევს.

„ზედაპირულად თუ შევხედავთ, რომელი არხი რამდენჯერ არის გაკრიტიკებული, შესაძლოა დისბალანსი ნამდვილად დაინახოთ. ვინც ამ ბრალდებებს გვიყენებს, იმასაც ამბობს, რომ მედიაკრიტიკამ ბალანსი უნდა დაიცვას. ბალანსი ეთიკურ ჟურნალისტიკაში ზეაღმატებული სიტყვაა, რომლის შინაარსი, ვფიქრობ, განსხვავებულად ესმით. ბალანსის ხელოვნურად დაცვა, სინამდვილეში, პირიქით, აკრძალულია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტით. ახლა გადავიდეთ კონკრეტიკაზე: ვთქვათ, თუ ერთი თვის განმავლობაში რომელიმე მაუწყებელი 100-ჯერ დაარღვევს ჟურნალისტურ სტანდარტს, ხოლო მეორე – 10-ჯერ, დარღვევის რაოდენობების ან მრავალფეროვნების მიუხედავად, თითოჯერ უნდა გაკრიტიკდეს ბალანსის დაცვის მიზნით? ჩვენი გადმოსახედიდან ეს ასე არაა. კონკრეტულმა ერთმა ტელევიზიამ თუ დაარღვია პირობითად 100-ჯერ და იმავე დროის შუალედში მეორემ დაარღვია 10-ჯერ, ვინც 100-ჯერ დაარღვია, ის მეტჯერ იქნება კრიტიკის ობიექტი, რადგან 10-ჯერ მეტი დარღვევა ჩაიდინა. ჩვენი მიდგომა ჟურნალისტურ სტანდარტს ემყარება და არა ხელოვნურ ბალანსს. რაოდენობრივი დისბალანსი გამომდინარეობს დარღვევების რაოდენობიდან და სიმძიმიდან, რაც აბსოლუტურად ნორმალურია,- აცხადებს კახა ბექაური.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – მგონი, „ლელოს“ წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, რომ პარლამენტში ყოფნით ანგარიშს „ქართულ ოცნებას“ კი არ უწევენ, არამედ საკუთარ ამომრჩეველს წარმოადგენენ
Next post კახა ბექაური: ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს ბუნებრივი უპირატესობის ეფექტურად გამოყენება, რეგიონში ინვესტიციების გასაზრდელად, უმნიშვნელოვანესია