შალვა პაპუაშვილი – მგონი, „ლელოს“ წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, რომ პარლამენტში ყოფნით ანგარიშს „ქართულ ოცნებას“ კი არ უწევენ, არამედ საკუთარ ამომრჩეველს წარმოადგენენ

Read Time:39 Second

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ლელოს“ წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, რომ პარლამენტში ყოფნით ანგარიშს „ქართულ ოცნებას“ კი არ უწევენ, არამედ საკუთარ ამომრჩეველს წარმოადგენენ.

„მგონი, „ლელოს“ წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, რომ პარლამენტში ყოფნით ანგარიშს „ქართულ ოცნებას“ კი არ უწევენ და ჩვენ გამო კი არ არიან, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს. აქ არაფერ შუაშია „ქართული ოცნება“. არც ნიშნის მოგება გვჭირდება, არც ანგარიშის გაწევა. ისინი წარმოადგენენ საკუთარ ამომრჩეველს. როგორც აქამდე იყვნენ ძირგამომთხრელ მდგომარეობაში, როცა პარლამენტში არ იყვნენ, თუ უნდათ კვლავ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას და უარი უთხრან საკუთარ ამომრჩეველს წარმომადგენლობაზე, ეს მათი არჩევანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა,რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება ხელმოწერილი შეთანხმების, შარლ მიშელის დოკუმენტის უხეში დარღვევაა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას თუ დაიწყებს, ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა ბექაური: „MVNO-ს არსებობის პირობებში იქმნება მრავალფეროვანი პროდუქტები და იზრდება ხელმისაწვდომობა, ასე მოხდა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ბაზარზე“
Next post კახა ბექაური: ჩვენი მიდგომა ჟურნალისტურ სტანდარტს ემყარება და არა ხელოვნურ ბალანსს