კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წაყენების რეკომენდაციით გამოდის

Read Time:34 Second

6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წაყენების რეკომენდაციით გამოდის.

კერძოდ, საგამოძიებო კომისია, რომელმაც 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე დღეს ბოლო საჯარო მოსმენა გამართა, მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს ბრალი უნდა წარუდგინოს სისხლის სამართლის ოთხი მუხლით – ოფიციალური პროცედურის ხელის შეშლა, აშშ-ის მოტყუების მიზნით შეთქმულება, ყალბი განცხადების გაკეთების მიზნით შეთქმულება და ამბოხისკენ წაქეზება.

კონგრესის პალატის საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება რეკომენდაციას წარმოადგენს. ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი იღებს.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მომხრეთა მიერ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე იუსტიციის დეპარტამენტი საკუთარ გამოძიებას აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც ბრალი ასობით პირს აქვს წაყენებული.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაღუპა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ნინუცა მაყაშვილმა და ირაკლი ძაძამიამ დატოვეს
Next post გიული ალასანია – სააკაშვილი მომავალ დაბადების დღეს არ უნდა იყოს არც აქ, არც ციხეში, ეს არ დაუმსახურებია, ყოფილი სისტემის დანგრევისთვის საქართველოსგან, უკრაინისგან მხოლოდ მადლობა დაიმსახურა