გიული ალასანია – სააკაშვილი მომავალ დაბადების დღეს არ უნდა იყოს არც აქ, არც ციხეში, ეს არ დაუმსახურებია, ყოფილი სისტემის დანგრევისთვის საქართველოსგან, უკრაინისგან მხოლოდ მადლობა დაიმსახურა

Read Time:46 Second

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილის მოწამვლის საკითხთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განმარტება მისთვის მისაღები არ არის.

ალასანიას თქმით, მისთვის არგუმენტია კალიფორნიის ლაბორატორიის დასკვნა.

„ეს განმარტება ჩემთვის მისაღები არ არის. ჩვენ გვაქვს კალიფორნიის ლაბორატორიის დასკვნა და ის არის ჩემთვის არგუმენტი და დასკვნა. ეს დასკვნა სწორი არ არის, ვერაფერს დაამტკიცებს. თავისი არგუმენტები კალიფორნიის ტოქსიკოლოგებს მიუტანოს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას განცხადებით, იზიარებს ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის პოზიციას, რომ მზად არიან, სააკაშვილს ჩაუტარდეს ანალიზები, თუ სახელმწიფო უცხოელ ავტორიტეტულ საექსპერტო ბიუროს მოიწვევს.

„იგივე პოზიცია მაქვს, რაც შალვამ ბრძანა. აქ ექსპერტიზის ჩატარება? ვერ სინჯავენ და თუ გინდა, 15-ჯერ ჩაუტარონ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, როგორც  გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომავალ დაბადების დღეს სააკაშვილი ციხეში არ უნდა შეხვდეს. მისივე თქმით, მას ეს არ დაუმსახურებია.

„მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია. ამ ადამიანმა საქართველოსგან, უკრაინისგან ყოფილი სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წაყენების რეკომენდაციით გამოდის
Next post იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გააფორმა