კანიბალიზმის საქმეზე მსჯავრდებული: ეს ის დანაშაული იყო, რომელიც უნდა მომხდარიყო

Read Time:1 Minute, 36 Second

“ადამიანი, როდესაც დანაშაულს სჩადის, ადრე თუ გვიან მაინც ხვდება ციხეში. გამოუძიებელი და დაფარული არაფერი არ არის. ეს ისეთი საქმე იყო, რომელიც აუცილებლად გაიხსნებოდა”, – ამის შესახებ ე.წ. კანიბალიზმის საქმის მონაწილემ, მსჯავრდებულმა ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილმა “იმედის კვირასთან” ინტერვიუში თქვა.

22 წლის ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილმა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის დეტალების შესახებ “იმედის კვირასთან” ისაუბრა. მკვლელობის საქმე რომელიც 2016 წლის 19 ოქტომბრით თარიღდება, იმდენად მძიმე იყო, რომ სასამართლო პროცესი მალევე დაიხურა. დააკავეს 6 ახალგაზრდა. მათგან ორი სასჯელს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იხდის. მათ ირმა ყოჩიაშვილის გამზრდელი დედა 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი მოკლეს.

ირმა ყოჩიაშვილი ახლა სასჯელს რუსთავის ქალთა კოლონიაში იხდის. “იმედის კვირა” მასთან სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა. როგორც ირმა ყოჩიაშვილი “იმედის კვირასთან” საუბარში ამბობს, გამზრდელი დედა მას ცუდად ექცეოდა და ეს არ იყო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა. “მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვინანიებ დანაშაულს, მაინც მეცოდება გარდაცვლილი ადამიანი. მაქვს სინანული იმის როგორც მოკალი, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა, ადამიანს მოუსწრაფე სიცოცხლე, რისი უფლებაც არ გაქვს”, – ამბობს ირმა მკვლელობიდან სამი წლის შემდეგ.

მსჯავრდებულის თქმით, მათ ვერ დაუდასტურეს კანიბალიზმის ბრალდება. ირმა სასაცილოდ მიიჩნევს საზოგადოებაში გაჩენილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მკვლელობა გარკვეული რიტუალის მიზნით მოხდა და რომ ის და მასთან ერთად მსჯავრდებულები “რაღაც სექტის წევრები არიან”.

კითხვაზე აცნობიერებდა თუ არა მაშინ რასაც აკეთებდა, დღეს ირმას პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა მაინც ამბობს, რომ ალბათ უფრო ვერ აცნობიერებდა.

ირმა ყოჩიაშვილი მასზე ბექა შენგელიას გავლენის შესახებ დასმულ შეკითხვასაც პასუხობს. როგორც ირმა ამბობს, ბექა შენგელია (რომელსაც ამ მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი) მასზე ზეწოლას არ ახდენდა, “არანაირი ბიძგი არ მოუცია,რომ რამე შემეცვალა ჩემ ცხოვრებაში”.

“ეს ის დანაშაული იყო, რომელიც უნდა მომხდარიყო, ბავშვობიდანვე მქონდა განცდა რომ ციხეში მოვხვდებოდი. ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი.

რა ზიანი მივაყენე და რაც დავუშავე, მაინც განვიცდი და ემოციურად ვარ განწყობილი. აქედან რომ გავალ შეიცვლება ჩემი ცხოვრება და მსგავს რამეს არც გავაკეთებ და არც ვიფიქრებ რომ გავაკეთო”, – თქვა ირმა ყოჩიაშვილმა “იმედის კვირასთან”.

საბოლოოდ სასამართლომ ბექა შენგელიას უვადო, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ირმა კიდე 17 წელიწადნახევარს  ციხის გისოსებს მიღმა გაატარებს.

სრული ინტერვიუ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავზე ხანძრისას დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
Next post მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს