კალაძე და კობახიძე ნარკოპოლიტიკის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ

Read Time:33 Second

თბილისის მერი და პარლამენტის თავჯდომარე ნარკოპოლიტიკის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა,  ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმართულებით გუნდში შესაძლებელი იქნება შეჯერება.

“მუშაობა დაწყებული აქვს პარლამენტს ან მიმართულებით. გუნდშიც მიმდინარეობს მსჯელობა. იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მგონია, შესაძლებელი იქნება შეჯერება, რომ არსებული ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რომელიც მე და ჩვენ ყველას გვგონია, რომ პრობლემას წარმოადგენს, იქნება რეფორმები”– განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის პოზიციას იზიარებს პარლამენტის თავჯდომარეც. ირაკლია კობახიძის თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოეს ორ კვირაში უნდა მომზადდეს.

„ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადაში მომზადდება და რა ვადაში იქნება მიღებული კანონპროექტი, რომელიც უკავშირდება ნარკოპოლიტიკას. ჩვენი მიზანია, სესიის ბოლომდე დავასრულოთ კანონპროექტის მიღება. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოესი ორი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს შესაბამისი კანონპროექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: მოვუწოდებ სამართალდამცველებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოება
Next post გიორგი გახარია დღეს თეთრი ხმაურის აქციის წარმომადგენლებს შეხვდება