პრემიერი: მოვუწოდებ სამართალდამცველებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოება

Read Time:42 Second

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

“ის, რომ სახელმწიფოს ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია ექნება და გაცილებით ჰუმანური იქნება მომხმარებლების მიმართ, არა ერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდევ ვადასტურებ.

ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენო ახალგაზრდებო. თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. სწორედ ეს არის ერთერთი იმ უდიდესი მონავაპოვართანაგი, რითიც ჩვენი ხელისუფლება ამაყობს და ეს თითოეული თქვენგანის მონაპოვარიც არის.

ის, რომ გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების განმავლობაშიც დადასტურდა. პოლიცია და სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებენ, რათა თქვენი აზრი დააფიქსიროთ.

კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა.

მოვუწოდებ სამართალმდაცვა ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები შესაძლო დაპირისპრების პრევენციის მიზნით.

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ აზრის გამოხატვისას დაპირისპირება ყოვლად დაუშვებელია.

ნუ დავუშვებთ, სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეს ადამიანების სიცოცხლის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსთაველის გამზირზე მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია
Next post კალაძე და კობახიძე ნარკოპოლიტიკის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ