გიორგი გახარია დღეს თეთრი ხმაურის აქციის წარმომადგენლებს შეხვდება

Read Time:1 Minute, 5 Second

შს მინისტრი გიორგი გახარია თეთრი ხმაურის მოძრაობისა და აქციის წარმომადგენლებს დღეს, დილით 10:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ ცნობილი მინისტრსა და მოძრაობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა, როდესაც გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს გამომსვლელთა ტრიბუნიდან მიმართა.

მინისტრსა და მოძრაობის წევრებს შორის შეხვედრა საათზე მეტი გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიღწეული შეთანხმებები აქციის მონაწილეებს მოძრაობის წევრმა ბექა წიქარიშვილმა გააცნო, თუმცა მინისტრის შეთავაზებები თხმ-ს წევრთა და აქციის მონაწილეთა ერთ ნაწილს არ მოეწონა და უკმაყოფილება გამოთქვეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და პირობა დადო, რომ დანაპირები შესრულდება. საბოლოოდ, თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.

თეთრი ხმაურის მოძრაობამ აქციის დასასრულს განაცხადა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შს სამინისტროსა და მინისტრის მიერ დანაპირების შესრულებას დააკვირდებიან, ამასთან შემდეგ შაბათს მორიგი აქცია დააანონსა.

ამის ფონზე მიმდინარეობდა კონტრაქციაც, რომელსაც მალევე ქართული მარში შეუერთდა. თხმ-ის აქციის დასრულების მიუხედავად, ნეონაცისტური ჯგუფები პარლამენტის ტერიტორიას არ ტოვებდნენ. ამასთან, მთელი დღის განმავლობაში მათსა და პოლიციას შორის, რომელიც თეთრი ხმაურის აქციას იცავდა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა – ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, თუმცა ახალგაზრდებმა სამართალდამცველების მიერ კლუბებში ძალის გადამეტების გამო აქციები იმ ღამესვე გამართეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კალაძე და კობახიძე ნარკოპოლიტიკის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ
Next post ცეკვავდა ის გოგო 9 აპრილის მემორიალზე, ხომ არ მოშარდა, – ნიკა გვარამია