იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო

Read Time:49 Second

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში დღეიდან კოვიდბარათები
უფასოდ გაიცემა. რატი ბრეგაძე და ეკატერინე ტიკარაძე დოკუმენტის გაცემის პროცესს
ერთობლივად აკვირდებოდნენ. ამასთანავე, მინისტრებმა თბილისის იუსტიციის სახლში
ახალადდანერგილი სერვისით თავადაც ისარგებლეს და კოვიდბარათები აიღეს.
დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით უკლებლივ ყველა ფილიალშია
შესაძლებელი. მასზე, პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა
და ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და
პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული. ამ
დრომდე კოვიდბარათი მხოლოდ ვაქცინაციის განმახორციელებელ სამედიცინო
დაწესებულებებში გაიცემოდა.
კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა. დოკუმენტი პირადობის
დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა;
მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ
წარსადგენად აპოსტილით/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, მათ აღნიშნული
სერვისის მიღება ადგილზე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში
შეეძლებათ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დააანონსა, რომ მოქალაქეები, რომლებიც
სრულად ვაქცინირებულნი არიან იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით
ისარგებლებენ.
კოვიდბარათი აქტიურად იქნება გამოყენებული უცხოეთში. ევროკავშირთან
სახელმწიფო უკვე მუშაობს, რომ ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია
საერთაშორისო ბაზაში უახლოეს პერიოდში აისახოს, რაც მოქალაქეებს გაუმარტივებს
მოგზაურობას, როგორც ბიზნესის, ისე ტურისტული კუთხით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჩხენკელი – ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით, განათლება და მეცნიერება არის ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი
Next post თამარ გაბუნია: ერთ სივრცეში განთავსებული საველე ჰოსპიტლები დიდი ნაკადების უფრო ოპტიმალურად მართვაში დაგვეხმარება