თამარ გაბუნია: ერთ სივრცეში განთავსებული საველე ჰოსპიტლები დიდი ნაკადების უფრო ოპტიმალურად მართვაში დაგვეხმარება

Read Time:1 Minute, 9 Second

თუკი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე, ამ შემთხვევაში ასეთი გაშლილი, ერთ სივრცეში განთავსებული საველე ჰოსპიტლები დაგვეხმარება დიდი ნაკადების უფრო ოპტიმალურად მართვაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული საველე ჰოსპიტლების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება, იქამდე კი ჯანდაცვის სექტორი უპირატესობას პაციენტების კოვიდ სასტუმროებში განაწილებას ანიჭებს.

“გარკვეული განსხვავება საველე სივრცეებს შორის რა თქმა უნდა იქნება. მთავარი მოთხოვნები, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია საველე სივრცეებში ოპერირებისთვის, ეს არის ერთიან სივრცეებში საწოლების გარკვეული რაოდენობის განთავსების შესაძლებლობა, რაც გარკვეულწილად პერსონალისთვის პაციენტის მართვას ამარტივებს. ის მოთხოვნები, რომელიც საველე პირობებისთვის არის დადგენილი, ითვალისწინებს პაციენტების დიდი ნაკადების გატარების შესაძლებლობას. ამ კუთხით, ის სივრცეები, რომელიც დღეს საველე ჰოსპიტლების მოსაწყობად განიხილება და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, არის ეს ორი ლოკაცია. თუმცა, დიღომში არსებულ სივრცეში, ჟანგბადის შესაძლებლობაც არის. იქ იქნება საშუალო და უფრო მძიმე ინტენსივობის პაციენტების მართვის შესაძლებლობაც, თუმცა, სამგორის შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ გამოვიყენოთ ჟანგბადის კონცენტრატორები და შედარებით მსუბუქი პაციენტების მართვა იქნება შესაძლებელი. ასე რომ, მცირედი განსხვავება ამ სივრცეებს შორის იქნება. ესეც არის ისევ და ისევ საწოლების სარეზერვო რაოდენობა, რომელიც მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება გამოყენებული. მანამდე ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ სასტუმროს, სადაც სამედიცინო სერვისი იგივე ტიპის შეიძლება მივაწოდოთ და კომფორტი პაციენტისთვის უფრო მეტია, მაგრამ აქ პრობლემა დგას იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო პერსონალიც მეტია საჭირო, რადგან ოთახებში ხდება პაციენტების განაწილება. თუკი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე, ამ შემთხვევაში ასეთი გაშლილი, ერთ სივრცეში განთავსებული საველე ჰოსპიტლები დაგვეხმარება დიდი ნაკადების უფრო ოპტიმალურად მართვაში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო
Next post შალვა პაპუაშვილი: საუბნო კომისიების 29 086 არჩეული პროფესიული წევრიდან მხოლოდ ორს ჰქონდა ბოლო წლის განმავლობაში დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა