შალვა პაპუაშვილი: საუბნო კომისიების 29 086 არჩეული პროფესიული წევრიდან მხოლოდ ორს ჰქონდა ბოლო წლის განმავლობაში დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა

Read Time:40 Second

საუბნო საარჩევნო კომისიების 29 086 არჩეული პროფესიული წევრიდან მხოლოდ ორს ჰქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა. ამით გაბათილდა ბოლო დღეების კიდევ ერთი დეზინფორმაციული კამპანია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ Facebook-ზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი წერს.

„დასრულდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების არჩევა. სულ აირჩა 29 086 წევრი. მათგან:

  • 25 730 წევრი (88,5%) პირველივე წრეზე 2/3 უმრავლესობით აირჩა და მათ მინიმუმ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა მხარი.
  • 28 602 წევრს (98.3%) კი მინიმუმ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა მხარი.

არჩეული 29 086 წევრიდან მხოლოდ ორს ჰქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა. ამით გაბათილდა ბოლო დღეების კიდევ ერთი დეზინფორმაციული კამპანია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

კომისიები დაკომპლექტდა კვალიფიციური წევრებით, ოპოზიციის თანამონაწილეობით და დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია: ერთ სივრცეში განთავსებული საველე ჰოსპიტლები დიდი ნაკადების უფრო ოპტიმალურად მართვაში დაგვეხმარება
Next post საქართველოში კოვიდინფიცირების 5914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა