მიხეილ ჩხენკელი – ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით, განათლება და მეცნიერება არის ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი

Read Time:32 Second

ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით, განათლება და მეცნიერება არის ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ქობულეთის მერობის კანდიდატის, ლევან ზოიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სფეროს განვითარება პირდაპირი მნიშვნელობით არის ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა.

„ჩვენ სულ ახლახანს, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მოვინახულეთ ახლად აშენებული განათლების ქალაქი, რომელიც ბათუმში მდებარეობს და მოემსახურება მთელ აჭარას. ეს მართლაც უნიკალური ქალაქია, სადაც უკვე აშენდა სკოლა, რომლის კონცენტრაცია იქნება ფიზიკა და მათემატიკა. ფიზიკასა და მათემატიკაში გაძლიერებული პროგრამებით მოხდება სწავლება. ამ ქალაქში ასევე განსაზღვრულია სახელოვნებო სკოლების, პროფესიული კოლეჯის და მეცნიერების პოპულარიზაციის ცენტრის მშენებლობა, რაც ახალ განზომილებას შესძენს ამ ქალაქს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში 500 ფლაკონი „ტოცილიზუბამი“ შემოვიდა
Next post იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო