იუსტიციის სამინისტრო: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სამინისტრომ სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა

Read Time:20 Second

იუსტიციის სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ს საელჩოების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან მისი პირობების, მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობის თაობაზე.

იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტია მაქსიმალური გამჭვირვალობა და მომავალშიც მოხდება საკითხის თაობაზე საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას – მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა
Next post მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე: ერთი მხრივ მას ეშინია საზოგადოების რეაქციის, რადგან უნდა შეიწყალოს მკვლელი სისტემის რეჟიმის შემქმნელი და მეორე, მას აქვს სხვაგვარი ზეწოლა როგორც გარე ძალებისგან, ასევე „ნაციონალური მოძრაობისგან“