მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე: ერთი მხრივ მას ეშინია საზოგადოების რეაქციის, რადგან უნდა შეიწყალოს მკვლელი სისტემის რეჟიმის შემქმნელი და მეორე, მას აქვს სხვაგვარი ზეწოლა როგორც გარე ძალებისგან, ასევე „ნაციონალური მოძრაობისგან“

Read Time:38 Second

აქციაც ყოფილა მისი [სალომე ზურაბიშვილი] რეზიდენციის წინ, გარედან და შიგნიდან მოწოდებებიც ყოფილა და ეს თურმე ზეწოლა არ არის და ზეწოლა არის მხოლოდ გაუბედურებული ოჯახების მოწოდება, რომ სააკაშვილი არ შეიწყალოს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში იმდენი ხმა მიიღო, რამდენი ამომრჩეველი „ქართულ ოცნებასაც“ კი არ ჰყავდა. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის გარდა, იქ იყო ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა იმას, რომ ნაცმოძრაობის კანდიდატი არ მოსულიყო საქართველოს პრეზიდენტად. ამ ფონზე წარმოუდგენელი ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მისი ამომრჩევლის დაკვეთა იყოს სააკაშვილის შეწყალება, როდესაც მის წინააღმდეგ აქვთ ამ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ხმა მიცემული.

ერთი მხრივ მას ეშინია საზოგადოების უმძაფრესი რეაქციის, რადგან უნდა შეიწყალოს მკვლელი სისტემის რეჟიმის შემქმნელი და მეორე, მას აქვს სხვაგვარი ზეწოლა, კიდევ უფრო მძაფრი, როგორც გარე ძალებისგან, ასევე „ნაციონალური მოძრაობისგან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სამინისტრო: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სამინისტრომ სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა
Next post ია მეტრეველი – სააკაშვილის შეწყალება დაუშვებელია, მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, არ დაუშვათ შეცდომა, თორემ იცოდეთ, ჩვენ არ გავჩერდებით, დღე და ღამე აქ ვიდგებით