იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს

Read Time:1 Minute, 10 Second

იუსტიციის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ბუბა ლომუაშვილმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქალბატონმა ანნა ჩერნიშოვამ, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბუბა ლომუაშვილის ხელმძღვანელობით, შეხვედრაზე საკონსულტაციო ჯგუფის კონცეფცია და 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს. დოკუმენტი შშმ პირთა უფლებების რეალიზებისათვის მიმდინარე წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებს მოიცავს. მათ შორისაა: საკანონმდებლო სისტემის რევიზია და გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან მისი შესაბამისობის ანალიზი; ელექტრონული სერვისებისა და ვებგვერდების ხელმისაწვდომობის მიზნით ჩატარებული სამუშაოები; სისტემის თანამშრომელთა გადამზადება შშმ პირთა უფლებათა დაცვის საკითხებზე; ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში, რომელიც მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის საშეღავათო პირობებით გაცემას ითვალისწინებს.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ დისკუსია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები და აქტივობები განიხილეს.

შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა, პროექტის − „ადამიანის უფლებები ყველასთვის – II ფაზა“ ფარგლებში. შეხვედრა მიეძღვნა შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, რომელიც, 1992 წლიდან აღინიშნება.

საკონსულტაციო ჯგუფი შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის პროცესის ინკლუზიურობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. მისი მიზანი შშმ პირთა უფლებების დაცვის წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა ჩართულობისა და მონაწილეობის უზრუნველყოფაა. ჯგუფი დაკომპლექტებულია იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ-ების, არასამთავრობო სექტორის, შშმ თემის წარმომადგენლებისაგან. საკონსულტაციო ჯგუფის სამდივნოს ფუნქციას სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი ასრულებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიდის დაშლის პროცესი, ეს არის პოლიტიკური კაპიტალის გაყოფა რამდენიმე კლანს შორის
Next post თეა წულუკიანი – ბატონ სააკაშვილს შეიძლება, ვუსურვოთ, დაემორჩილოს მკურნალობის კურსს, გაიაზროს, რომ ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეთ დროს კანონით გათვალისწინებულია სასჯელის მოხდა