თეა წულუკიანი – ბატონ სააკაშვილს შეიძლება, ვუსურვოთ, დაემორჩილოს მკურნალობის კურსს, გაიაზროს, რომ ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეთ დროს კანონით გათვალისწინებულია სასჯელის მოხდა

Read Time:57 Second

ბატონ სააკაშვილს შეიძლება, ვუსურვოთ, დაემორჩილოს მკურნალობის კურსს, გაიაზროს, რომ ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეთ დროს კანონით გათვალისწინებულია სასჯელის მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პატიმრობა არავისთვის არის დალხენილი მდგომარეობა.

„მრავალჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მაქვს სრული ნდობა ჩვენი პენიტენციური სამსახურის, იქ მომუშავე პროფესიონალი სამედიცინო თუ სხვა კადრების მიმართ, ვისაც უსაფრთხოების საკითხები აბარია და შესაბამისად, აქ მე კითხვის ნიშანი არ მაქვს. რა საკვირველია, პატიმრობა არავისთვის არის დალხენილი მდგომარეობა და ასე არის მოცემული პატიმრისთვის, ბატონი სააკაშვილისთვის. მას შეიძლება, მხოლოდ თუ კი მისი სიცოცხლის ინტერესში ვმოქმედებთ, ვუსურვოთ, დაემორჩილოს მკურნალობის კურსს, რაღაცნაირად გაიაზროს, რომ ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეთ დროს კანონით გათვალისწინებულია სასჯელის მოხდა, ეს მისი რეალობაა და ამ რეალობასთან შეგუება არ იქნებოდა ურიგო იმისათვის, რომ შესაბამისად მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახოს, რომ პატიმარი ათვითცნობიერებს, რომ დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისად, სასჯელის მოხდისას თვითონვე არის ადეკვატური სასჯელთან. ვფიქრობ, რომ მის დაავადებას ბრჭყალებში ალბათ, ასე ჰქვია, რომ მას აქვს ადეკვატურობის პრობლემა საკუთარ საქციელთან წარსულში და სასჯელთან, რომელიც მას დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიუსაჯა. ეს არ არის არავისთვის გასახარელი და ყველა პატიმარს ჩვენ ყოველთვის ვუსურვებთ კარგად ყოფნას და ჯანმრთელად ყოფნას იმ საკანში, რომელშიც ის იმყოფება“, – განაცხადა თეა წულუკიანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს
Next post გიორგი გრიგოლია: მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება ამ პირობებში შეუძლებელია, რადგან მას არანაირად არ ეხსნება სტრესი