გიორგი გრიგოლია: მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება ამ პირობებში შეუძლებელია, რადგან მას არანაირად არ ეხსნება სტრესი

Read Time:54 Second

მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება ამ პირობებში შეუძლებელია, რადგან მას არანაირად არ ეხსნება სტრესი, რამაც მისი დღევანდელი მდგომარეობა გამოიწვია, – ამის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, გიორგი გრიგოლიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.

„ახლა უკვე კახექსიური მდგომარეობაა. კახექსია წონის განლევას ნიშნავს. მისი მდგომარეობა ისეთ დონემდეა მისული, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს. პირველ რიგში, კახექსია რთულდება ხოლმე სისხლდენებით, შეიძლება ინსულტიც, ინფარქტიც, რა სუსტი წერტილიც აქვს ორგანიზმში, ის რთულდება და ამ შემთხვევაში გადაუდებელი ინტენსიური თერაპია, რეანიმაციული ღონისძიებები სჭირდება, რისთვისაც კლინიკა, რა თქმა უნდა, არის მზად, როგორც ყველა მრავალპროფილური კლინიკა.

რაც შეეხება განკურნებას, ეს უფრო მძიმე საკითხია. ჩვენ წინა დასკვნაშიც ვთქვით, რომ ვინაიდან, ჩვენს პირობებში მისი განკურნება არის შეუძლებელი, მივეცით რეკომენდაცია, რომ უკეთესი იქნებოდა, რაღაც დროით მოხდეს [სასჯელის] გადავადება ან და სადმე იქნას გადაყვანილი. რაღაც პერიოდი აქაურობას მოშორდეს, ვიდრე ბოლომდე არ განიკურნება. ეს ჩვენი აზრია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას სახელმწიფო იღებს. მე მაგალითად არ მგონია, რომ რაღაც ინოვაციური მეთოდები არსებობდეს და ექიმების ჩამოყვანაც არ არის ხოლმე საჭირო. აქ ხომ ოპერაცია არ არის გასაკეთებელი. რაიმე ინოვაციური მეთოდი თუ არსებობს მკურნალობის, დღეს ყველასთვის ყველაფერია ცნობილი, ამიტომ ამას ჩამოყვანა აღარ სჭირდება“, – დასძინა გიორგი გრიგოლიამ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი – ბატონ სააკაშვილს შეიძლება, ვუსურვოთ, დაემორჩილოს მკურნალობის კურსს, გაიაზროს, რომ ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეთ დროს კანონით გათვალისწინებულია სასჯელის მოხდა
Next post ვატო შაქარიშვილი: თქვენ ხართ იმ 33 ადამიანის დაღუპვაში დამნაშავეები! ნაცმედია და პოლიტიკოსები, ვინც ეწევით ცრუ პროპაგანდას, თითქოს, ეს არის ჩვენი ომი! ახალგაზრდებს აჯერებთ თითქოს, იქ წყდება საქართველოს ბედი!