არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიდის დაშლის პროცესი, ეს არის პოლიტიკური კაპიტალის გაყოფა რამდენიმე კლანს შორის

Read Time:36 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიდის დაშლის პროცესი, ეს არის პოლიტიკური კაპიტალის გაყოფა რამდენიმე კლანს შორის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ახლა ხდება ის, რასაც ისინი ემუქრებოდნენ საზოგადოებასა და საქართველოს. მათ უნდოდათ რიგგარეშე არჩევნები და შიგნით აქვთ, უნდოდათ ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადაყენება და საკუთარი ლიდერის გადაყენებით არიან დაკავებული პარტიაში. „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიდის დაშლის პროცესი, ეს არის პოლიტიკური კაპიტალის გაყოფა რამდენიმე კლანს შორის“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

“ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა არჩევნებისთვის კამპანია აქტიურ ფაზაშია. ამ კამპანიის ნაწილია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ყველა კანდიდატი თავისებურად იყენებს. ოფიციალური განაცხადის შემდეგ, დღეს გუნდთან ერთად, პარტიის ცენტრალურ ოფისში, პრესკონფერენცია გიორგი მუმლაძემ გამართა და პარტიას ექსპრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სტრატეგია დაუწუნა. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ეს არის გავლენებისთვის ბრძოლა იმ პარტიაში, რომელიც უკვე წარსულის ნაწილია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – „ომის პარტიის“ წევრები ჩვენ ნაცვლად ნუ გაირჯებიან, ქართველ ხალხს დილით და საღამოს მოუხადონ ბოდიში, რაც დამართეს ქვეყანას, ახლა ჩვენ გვაცადონ ქვეყნის მართვა
Next post იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს