ირაკლი ღარიბაშვილი – „ომის პარტიის“ წევრები ჩვენ ნაცვლად ნუ გაირჯებიან, ქართველ ხალხს დილით და საღამოს მოუხადონ ბოდიში, რაც დამართეს ქვეყანას, ახლა ჩვენ გვაცადონ ქვეყნის მართვა

Read Time:1 Minute, 16 Second

ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო, ამიტომ ნებისმიერ სიტყვასა და ქმედებას გააზრება სჭირდება, ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, ჩვენ ნაცვლად ისინი ნუ გაირჯებიან, მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ყოველდღე, დილით და საღამოს ჩვენს ხალხს და საზოგადოებას, იმისთვის, რაც მათ დამართეს, ახლა ჩვენ გვაცადონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიაბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს.

„ჩვენი მთავარი ვალდებულებაა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რაც არის ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელი. სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის განვითარება გონივრული გზით, ეს არის ეროვნული პოლიტიკა და არა – ომი. მინდა, შევახსენო ამ ფარისეველ პოლიტიკოსებს, რომელი პოლიტიკოსი უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი, ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ რომ არიან აქტიურები, გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, წინა პლანზე წავიდნენ და იომონ, თუ უნდათ მაინც და მაინც უკრაინაში ომში მონაწილეობა. ვინაიდან, ყველა ტრაგედიაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა და მათ არაფერი ესაქმებათ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, მის დაცვასთან. კარგად გვახსოვს რა განცხადებებით გამოდიოდნენ „ომის პარტიის“ წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია, გვირჩევნია, ბომბები ცვიოდესო. რა უნდა გაგვიკვირდეს ამ ადამიანებისგან. ჩვენ არავის  მოგვწონს და შეშფოთებულები ვართ, რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ შეხედეთ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, ევროკავშირის სახელმწიფოები როგორ იქცევიან. ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო. ამიტომ ჩვენს ნებისმიერ სიტყვასა და ქმედებას გააზრება სჭირდება, დიდი გააზრება. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული. ჩვენ ნაცვლად ისინი ნუ გაირჯებიან, მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ყოველდღე, დილით და საღამოს ჩვენს ხალხს და საზოგადოებას, იმისთვის, რაც მათ დამართეს. ახლა ჩვენ გვაცადონ და გვადროვონ ქვეყნის მართვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინაში ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა, მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, ეს არის ჩვენთვის ტრაგედია
Next post არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიდის დაშლის პროცესი, ეს არის პოლიტიკური კაპიტალის გაყოფა რამდენიმე კლანს შორის