იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

Read Time:28 Second

სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების მიღება უკვე
სიღნაღშიც არის შესაძლებელი. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ
სამინისტროს, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან ერთად სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
ახლადგახსნილ ოფისში, სხვადასხვა მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის
პრინციპით არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ცენტრი მომხმარებელს
მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო
ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას
სთავაზობს.
დღესვე, სიღნაღის საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული
ოფისი გაიხსნა. პრობაციის ახალი ბიურო კახეთის რეგიონში დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.
სიღნაღის შემდეგ პრობაციის ბიუროები წელს ჩხოროწყუსა და კასპის
მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივ ცენტრებშიც განთავსდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პოლიციამ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
Next post გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს