გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

Read Time:36 Second

“ქართული ოცნების” დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტლის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი  წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტები გააცნო და იმ რეფორმებზე ესაუბრა, რომელიც თბილისში წარმატებით განხორციელდა.

გიორგი ტყემალაძემ ვაკის რაიონისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ადგილობრივების მოსაზრებებიც მოისმინა.

“ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა; გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, მეტი სარეკერეაციო სივრცე და არცერთი დაუმთავრებელი მშენებლობა თბილისში – ეს იმ პრიორიტეტთა ნაწილია, რომელთა განხორციელებასაც, გამარჯვების შემდეგ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განვაგრძობთ. გარდა ამისა, ვიწყებთ ავარიული სახლების ჩანაცვლებას და გვაქვს უამრავი ახალი პროგრამა სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. ამ ყველაფრის განხორციელებისთვის კი მნიშვნელოვანია მოქალაქეების მხარდაჭერა, მათი აქტიური ჩართულობა და პრიორიტეტების მათთან ერთად განსაზღვრა. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მოსახლეობის აქტიურობით, ჩვენ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
Next post ამირან გამყრელიძე: მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, იოლი თუ ჩვენ გვექნება აცრების მაღალი მაჩვენებელი