ისტერიული აგონიაა – რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

Read Time:54 Second

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ისტერიული აგონიაა – რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ

ისტერიული აგონიაა, რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რადიკალური ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებულ ფეიკ კამპანიას.

მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს „ნეტგაზეთის“ მიერ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რის გამოც „ნეტგაზეთმა“ ბოდიში მოიხადა.

მისი თქმით, არა მხოლოდ ეს არის ტყუილი, ათიდან რვა ფეიკია, დანარჩენი ორიც მანიპულაციურია.

„არა მხოლოდ ეს არის ტყუილი, ბევრი ტყუილია მათში, ათიდან შეგვიძლია ვთქვათ, რვა უბრალოდ ფეიკია, ის ორიც მანიპულაციურია. სხვათა შორის, ფეიკებს ავრცელებენ მათ შორის ჩემი განცხადების სახით, მათ შორის, ვინ მიიღებს მონაწილეობას 29 ივნისის შეკრებაში, სრული ფეიკები ვრცელდება. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ არც მონაწილეებთან დაკავშირებით, არც ჩვენი განცხადებები, რომლებსაც ისინი ავრცელებენ და აზიარებენ, არცერთი მართალი არ არის. წარმოიდგინეთ, როგორ ისტერიაში არიან, გუშინ ვნახე, ჩემ განცხადებებს „ნაცმოძრაობას“ მიკედლებული ძალიან ცნობილი ადამიანები აზიარებდნენ ჩემს განცხადებას, რომელიც არსად მითქვამს. რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ, ავრცელებენ „ქართული ოცნების“ ბანერებს, სადაც მონაწილეების სიაა გამოტანილი, ვითომ აშავებენ ამ ადამიანებს და ამ დროს არის ფეიკი, რატომ? იმიტომ რომ ეშინიათ, ისტერიული აგონიაა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე შიო: ეკლესია ყოველთვის იდგა ჩვენი ერის და მისი ისტორიის დაცვის სადარაჯოზე – ეს დღესაც ასეა და იქნება ყოველთვის
Next post ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი მატჩის მოგებისთვის კი კიდევ 30 მილიონით დააჯილდოებს