მეუფე შიო: ეკლესია ყოველთვის იდგა ჩვენი ერის და მისი ისტორიის დაცვის სადარაჯოზე – ეს დღესაც ასეა და იქნება ყოველთვის

Read Time:1 Minute, 0 Second

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა კონფერენციის ,,ცხინვალის რეგიონი – ისტორია და თანამედროვეობა” (გამოწვევები და პერსპექტივები) მონაწილეთადმი:

“გულითადად მოგესალმებით ყველას, კონფერენციის ინიციატორებს, მონაწილეებს და სტუმრებს.

დღეს წარმოდგენილი თემა ,,ცხინვალის რეგიონი – ისტორია და თანამედროვეობა (გამოწვევები და პერსპექტივები)“ ფრიად მნიშვნელოვანია.

სამაჩაბლოზე და აფხაზეთზე ფიქრი და მათზე მსჯელობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და ამასთან სავალდებულოა  ჩვენთვის.

ჩვენ ვცხოვრობთ მეტად ინფორმაციულ დროში; ეს ინფორმაციულობა ხშირ შემთხვევაში ზედაპირული და ღრმა ანალიზს მოკლებულია. ხშირად კი, სუბიექტური და გაყალბებულია. ისტორიის გაყალბება ყოველთვის ხდებოდა და დღესაც მას პოლიტიკური ძალები ბრძოლის იარაღად იყენებენ. ამას ადგილი აქვს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც.

ცხინვალის რეგიონი ძირძველი ქართული მიწაა, რასაც ღაღადებს ისტორია, ტოპონიმიკა, ჩვენი ეკლესია-მონასტრები, მაგრამ მავანთა მიერ მიზანმიმართულად ხდება ამ რეალობის შეცვლა და დამახინჯება, რაც  ქართული იდენტობის აღმოფხვრის მიზანს ემსახურება.

ეკლესია ყოველთვის იდგა ჩვენი ერის და მისი ისტორიის დაცვის სადარაჯოზე. ეს დღესაც ასეა და იქნება ყოველთვის. დღევანდელი ჩვენი შეკრებაც ამას ემსახურება.

კონფერენციის მონაწილეებს მადლობას გიხდით წარმოდგენილი მოქმედებებისთვის და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის. შეგვეწიოს ღმერთი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმინდა რაჟდენ პირველმოწამე, წმინდა მოწამენი ბიძინა, შალვა და ელიზბარი და ჩვენი ქვეყნის ყველა მფარველი  წმინდანი.

მინდა ასევე განსაკუთრებით დავლოცო ჩვენი ძმები და დები, რომელნიც დევნილობაში არიან და რომელნიც ცხინვალის რეგიონში დღესაც იმყოფებიან.

ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.” – განაცხადა მეუფე შიომ.

ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „გამჭვირვალობის კანონი“ არის ქართველი ხალხის ინტერესში, თუმცა, შეიძლება არ შედიოდეს მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ შემოდის, სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა – შალვა პაპუაშვილი
Next post ისტერიული აგონიაა – რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე