ისრაელის სამხედრო დაზვერვა „მოსადში“ მაღალ თანამდებობაზე ორი ქალბატონი დაინიშნა

Read Time:43 Second

გამოცდილი თანამშრომელი “ა“. („ალეფ“, „მოსადის მაღალი
თანამდებობის პირების სახელი და გვარი გასაიდუმლოვებულია)
„მოსადის“ დაზვერვის სამმართველოს, ხოლო თანამშრომელი „კ“.
(„კუფი“) ირანის განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა,
ნათქვამია, დაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების სამსახურის
„მოსადის“ განცხადებაში.
„ალეფის“ საპასუხისმგებლო სფერო ირანის ბირთვული პროგრამის,
არაბულ-ისრაელის დაპირისპირების და საერთაშორისო ტერორიზმის
შესახებ ინფორმაციის მოძიებაა. ის აგრეთვე უხელმძღვანელებს
„მოსადის“ ყველა სახის ოპერაციის საინფორმაციო უზრუნველყოფას.
„მოსადის“ დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობა
პარალელურია ისრაელის არმიის დაზვერვის დაჯგუფების (ამანი)
ხელმძღვანელის თანამდებობისა.
ირანის მიმართულების ხელმძღვანელი „კუფი“ ირანის ისლამური
რესპუბლიკის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გაუნებელყოფას
უზრუნველყოფს. ის ამავდროულად არმიის წარმომადგენლებთან
ერთად სადაზვერვო ოპერაციებს უხელმძღვანელებს.
„მოსადის“ ხელმძღვანელმა დაით ბარნეამ თქვა: ჩვენს ორგანიზაციაში
ქალებსა და მამაკაცებს შორის სრული პარიტეტია. მრავალი
ქალბატონი მსახურობს ოპერატიულ თანამდებობებზე. ქალებს, ისევე,
როგორც მამაკაცებს მაღალი თანამდებობის დასაკავებლად გზა
ხსნილი აქვთ“. დღეისათვის „მოსადში“ მაღალ თანამდებობაზე ოთხი
ქალი მუშაობს. ხოლო ისტორიის მანძილზე ყველაზე
მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი ალიზა მაგენი გახლდათ,
რომელიც 30 წლის წინ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

ფოტო: „ალეფი“. თავდაცვის სამინისტროს ფოტო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ISFED-ი ასოცირებულია თაღლითურ ორგანიზაციასთან – ეს დადასტურებული ფაქტებია
Next post ირაკლი კობახიძე – შანტაჟის და საბოტაჟის ფონზე არც ერთი კონსტიტუციური ნორმა არ უნდა შეიცვალოს, შესაბამისად, ასეთი იქნება ჩვენი პრაქტიკა სამომავლოდ, ჩვენ გავუფრთხილდებით კონსტიტუციის სტაბილურობას