კახა კალაძე: ISFED-ი ასოცირებულია თაღლითურ ორგანიზაციასთან – ეს დადასტურებული ფაქტებია

Read Time:44 Second

ISFED-ი ასოცირებულია თაღლითურ ორგანიზაციასთან. ეს არ არის უბრალოდ ჩემი სიტყვები, ეს დადასტურებული ფაქტებია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ მინახავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, არ მომისმენია და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის საელჩო ამ განცხადებას გააკეთებდა. ISFED-ი ასოცირებულია თაღლითურ ორგანიზაციასთან. ეს არ არის უბრალოდ ჩემი სიტყვები, ეს დადასტურებული ფაქტებია.

ეს ორგანიზაცია დაკავებული იყო არჩევნების შედეგების გაყალბებით. მეორადი დათვლის შედეგებისას, რომელსაც ისინი აკეთებდნენ, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს; მიზანმიმართული მცდელობა იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ და შევაფასოთ მათი ეს ქმედება, ეს იყო თაღლითობა.

რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყოლოდა ჩაღრმავება, კიდევ უფრო დეტალებში ჩასვლა, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და პასუხი უნდა მოეთხოვათ ყველასთვის. მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით შემოიფარგლა ამ საქმის ჩახურვა რაც არ მიმაჩნია სწორად. დღესაც არ არის გვიან. ამას სჭირდება დეტალებში შესვლა. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელსაც ამზადებდა ოპოზიცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ისრაელის მოსწავლეთა ნაკრებმა კომპიუტერულ მეცნიერებებში საერთაშორისო ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვა
Next post ისრაელის სამხედრო დაზვერვა „მოსადში“ მაღალ თანამდებობაზე ორი ქალბატონი დაინიშნა