ირმის ნახტომის თანამგზავრ ჯუჯა გალაქტიკაში უჩვეულოდ დიდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

Read Time:58 Second
ახალი ანალიზების მიხედვით, ლომი I-ის ცენტრალურ რეგიონში მოთავსებულია გალაქტიკის მასასთან შედარებით წარმოუდგენლად მონსტრი სუპერმასიური შავი ხვრელი. თავად ამ გალაქტიკას დაახლოებით 20 მილიონი მზის მასა აქვს. მის შავ ხვრელში კი დაახლოებით 3,3 მილიონი მზის მასა იყრის თავს, გალაქტიკის მთლიანი მასის თითქმის 16 პროცენტი.
 
მიუხედავად იმისა, რომ არის არასანდოობის მაღალი შანსი, შედეგები მაინც დიდად გასაკვირია. 3,3 მილიონი მზის მასა საკმაოდ ახლოს არის ირმის ნახტომის ცენტრალური სუპერმასიური შავი ხვრელის, მშვილდოსანი A*-ს მასასთან. მასში დაახლოებით 4 მილიონი მზის მასა იყრის თავს, ბოლო გათვლების მიხედვით კი, ირმის ნახტომის მთლიანი მასა დაახლოებით 1,3 ტრილიონი მზის მასაა.
 
მასის პროპორციებს შორის ასეთი განსხვავება აბსოლუტურად გასაოცარია. ასე პატარა გალაქტიკაში ამხელა შავი ხვრელის შესაძლო არსებობა ნამდვილად უცნაურია, რადგან გვეგონა, რომ გაგვაჩნდა საკმაოდ საიმედო კანონები ცენტრალური შავი ხვრელისა და მისი გალაქტიკის პროპორციათა შესახებ. თუმცა, თუ დამტკიცდა, შეიძლება რაღაც ახალი გავიგოთ იმის შესახებ, როგორ იზრდებიან და ვითარდებიან გალაქტიკები და მათ ცენტრში მოთავსებული სუპერმასიური შავი ხვრელები.
 
„ლომი I-ში ასეთი დიდი მასის შავი ხვრელის არსებობა მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი. პირველი შემთხვევაა, როდესაც სივრცულად დადგენილი კინემატიკის გამოყენებით შავი ხვრელი ჯუჯა სფეროსებრ გალაქტიკაში აღმოვაჩინეთ. მისი მასა სისტემის მთლიან ვარსკვლავურ მასას უახლოვდება და თითქმის ირმის ნახტომის ცენტრალური შავი ხვრელის მასას უტოლდება“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ხაზარაძე: „ნაცმოძრაობაში“ კომუნიკაცია მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც აქვს მომავალი – ესენია ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე
Next post კულტურის სამინისტრომ უშგულში სამი სვანური კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა