,,2026 წლის 11 ივნისს, 11:00 საათზე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო გეგმავს ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პრესკონფერენციას ქართული მედიის წარმომადგენლებისათვის. შეხვედრაზე ელჩი წარადგენს ანგარიშს, 180 დღის განმავლობაში თავისი მუშაობის შესახებ და ისაუბრებს ირანსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე სავაჭრო, ეკონომიკის, საინვესტიციო, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ხალხთაშორის ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი თანამშრომლობის სფეროებში.
პრესკონფერენციაზე ასევე განხილული იქნება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული რეგიონული და საერთაშორისო საკითხები, დასავლეთ აზიის რეგიონის გეოპოლიტიკური მოვლენები, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები და მედიისთვის საინტერესო სხვა თემები.
გახსნილი დიალოგისა და აზრთა თავისუფალი გაცვლის მიზნით, პრესკონფერენციის გარკვეული ნაწილი ჩატარდება Off the Record ფორმატში, სადაც განხილული საკითხები დაექვემდებარება გამოუქვეყნებლობის შესახებ არსებულ წესებს.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების გარდა, შესაძლებელი იქნება მედია საშუალებების ოპერატორის ან ფოტოგრაფის დასწრება.
პრესკონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, WhatsApp-ის საშუალებით საკონტაქტო ნომერზე +995 574043638 უნდა გამოგზავნონ შემდეგი სახის ინფორმაცია:
ჟურნალისტის (ოპერატორის, ფოტოგრაფის) სახელი, გვარი
2. მედიასაშუალების დასახელება
3. საკონტაქტო ნომერი (WhatsApp)
გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი დასწრება 2026 წლის 10 ივნისის ჩათვლით
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში-” ინფორმაციას ამის შესახებ ირანის საელჩო ავრცელებს.

