ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ ომის ვეტერანებს შეხვდა

Read Time:30 Second

თბილისის საკრებულოში მმართველი გუნდის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე რაიონში მცხოვრებ ომის ვეტერანებს შეხვდა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატმა ვეტერანების სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის მომავალ წელს დაგეგმილი სამთავრობო პროგრამების შესახებ ისაუბრა. ირაკლი ხელაძემ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილეების ინდივიდუალური საჭიროებების შესახებაც მოისმინა.

„ჩემი გამგებლობის პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი ომის ვეტერანების მხარდაჭერას. ვიცით, რომ არ არის საკმარისი, რაც დღეს კეთდება სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა იგეგმება უფრო დახვეწილი სოციალური პაკეტების შეთავაზება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლება იმ გამოწვევებს, იმ მოთხოვნებს, რაც დღეს ვეტერანებს უდგათ დღის წესრიგში, თავს გაართმევს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მებრძოლ ვეტერანებთან შეხვედრას პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ვერ ჩამოდის – მშიშარაა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო და მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ, კონკურენტულ პირობებში ჩატარებას