ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ვერ ჩამოდის – მშიშარაა

Read Time:41 Second

დღეს სახელმწიფო არის ძლიერი – მიხოს და თავის ბანდას არ ეგონოთ, რომ 2003 წელია, – საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა, სადაც ის საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს.

„ეს კაცი 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა, მაგრამ ვერ ჩამოდის, რადგან მშიშარაა. მან კარგად იცის, რომ შევა ციხეში. სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი მიზანი და სურვილი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და თავის ბანდას არ ეგონოთ, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: Edison Research-ი და Ipsos-ი სააკაშვილის ორგანიზაციებს ამოფარებული სახელებია – უკვე 7 არჩევნებში დადასტურდა, რომ ამ კვლევებს ნული სანდოობა აქვთ
Next post ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ ომის ვეტერანებს შეხვდა