ირაკლი ღარიბაშვილი: Edison Research-ი და Ipsos-ი სააკაშვილის ორგანიზაციებს ამოფარებული სახელებია – უკვე 7 არჩევნებში დადასტურდა, რომ ამ კვლევებს ნული სანდოობა აქვთ

Read Time:28 Second

„Edison Research-ი და Ipsos-ი სააკაშვილის ორგანიზაციებს ამოფარებული სახელებია. ესენია ბრენდული ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ ამ კვლევების სახელს ატარებენ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რაჭაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თმით, კვლევას ლევან თარხნიშვილი ატარებს, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა და, პრემიერის თქმით, ის არაერთხელ ამხილეს გაყალბების ფაქტებში.

„ადამიანის მიერ ჩატარებული კვლევები რატომ უნდა იყოს სანდო? უკვე 7 არჩევნებში დადასტურდა, რომ ამ კვლევებს ნული სანდოობა აქვთ. მათ მიერ, წინასწარ გამოქვეყნებული კვლევები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – მანიპულაციებითა და ციფრებით, მოსახლეობისთვის განსხვავებული მოსაზრებების ჩამოყალიბებას.მთავარი შედეგი 2 ოქტომბერს დაიდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი – მნიშვნელოვანია ქუთაისის თანაბარი განვითარება და ყველა მოქალაქისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა პარტია
Next post ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ვერ ჩამოდის – მშიშარაა