ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო და მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ, კონკურენტულ პირობებში ჩატარებას

Read Time:33 Second

სახელმწიფო და მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ, კონკურენტულ პირობებში ჩატარებას. ჩვენი მთავარი ამბიციაა, რომ ერთ-ერთი სამაგალითო იყოს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომ არავის არავითარი კითხვა არ დარჩეს.

„პოლიცია სრულად არის მობილიზებული, რომ არავითარი ექსცესი, არავითარი პროვოკაცია არ მოხდეს. ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ მოსალოდნელია გარკვეული პროვოკაცია სხვადასხვა ადგილზე, უბანზე, მაგრამ ჩვენ სრულ მობილიზებას ვაცხადებთ, პოლიცია იქნება სრულად მობილიზებული და ნებისმიერ პროვოკაციას ადგილზევე აღვკვეთავთ. ისე რომ, არავის მივცემთ საშუალებას რამე ქაოსი შემოიტანოს არჩევნების დღეს. მშვიდად უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ჩვენს მხარდამჭერებს ყველას მოვუწოდებ, რომ პროვოკაციას ვუპასუხოთ მშვიდად და მშვიდადა დავასრულოთ არჩევნების დღე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ ომის ვეტერანებს შეხვდა
Next post იაგო ხვიჩია – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანს ვეძებ, რომელიც ახლა მაინც დამენიძლავება, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა